ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მუდმივი კონტაქტი აქვს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან.
„ქართველ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ვესაუბრები საგარეო საქმეთა და ასევე თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია და ვითარების მოლაპარაკებათა პროცესში გადაყვანა“, – განაცხადა იან კელიმ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის განახლებას ეუთო-ს მინისკის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეძლებს.
„სამხედრო გადაწყვეტილება გამოსავალი არ არის“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.