მე ვფიქრობ, ქართულ მხარეს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნია იმაზე, თუ რა არის იდეალური შედეგი ვარშავის სამიტზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით.
”ნაბიჯი წინ”, რა თქმა უნდა, ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული. ეს საჭიროებს ალიანსის თითოეული წევრის მხრიდან კონსესუსს. ამდენად, უნდა დაველოდოთ სამიტს და ადგილზე გამოჩნდება, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი.
საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატოში გაწევრიანების კუთხით. პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, არის გრძელვადიანი. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება და ჩვენ გვექნება პროგრესი ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე”,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს პროგრესი, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროგრესის განსაზღვრა რთული სათქმელია.
”ჩვენ შეიძლება ჩვენი სურვილები გვქონდეს, მაგრამ ალიანსში ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება 28 წევრი ქვეყნის ერთობლივ კონსესუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა დარჩიაშვილმა.