“ეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია “ქართული ოცნების” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ხვალ პარტიაში გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის საკითხზე განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი 12.00 საათვისთვის არის დანიშნული.
“ეროვნული ფორუმის” ყრილობამ გადაწყვიტა, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ფუნქცია ამოწურა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კოალიცია დავტოვოთ და არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.