ჭიათურის გამგებელმა მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა მოიწვია

31/03/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულხან მახათაძემ საბჭოს წევრებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული და სამომავლოდ განსახორციელებები პროქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
მრჩეველთა საბჭო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით გასული წლის დეკემბერში შეიქმნა. საბჭოს ფუნქციაა მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასება, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და გაანალიზება. მრჩეველთა საბჭო სხვადასხა პროფესიის ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. საბჭოს სხდომები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოწვევით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0