დღეს ევროკავშირი დგას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე

29/03/2016

ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თმით უნგრეთი საქართველოს მეგობარი და მყარი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ინტეგრაციის პროცესს.
“დღეს ევროკავშირი დგას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამ გამოწვევებზე პასუხი კი არის მეტ ერთობაში, პარტნიორობასა და თანამშრომლობაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან ამ პრინციპების დაცვაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დგას ევროპასთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ცდილობს რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებაში”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობის ევრო-ინტეგრაციულ პოლიტიკას და განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას იმ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, რომელის წინაშეც ევროპა და საქართველოს პარტნიორები დგანან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0