მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგები.
2013 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარტნიორ ოგრნიზაციებთან ერთად, ასოციაცია „ათინათის“ პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 30 სოფელში.
შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი შესაბამისი საჯარო უწყებებისათვის წარდგენა იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ მთლიანობაში 131 პრობლემატური საკითხი გამოავლინა.
მოქალაქეთა მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას და საქართველის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სპეციალური ანგარიში გამოქვეყნდა ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზეც.
დავინტერესდით, თუ რა რეაგირება მოჰყვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენს მიერ გადაგზავნილ ანგარიშს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან შესაბამისი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
მიღებული ინფორმაციით მიხედვით, ზუგდიდის 30 სოფლის მოსახლეობის მიერ გამოვლენილი 131 პრობლემატური საკითხიდან:
71 უკვე გადაჭრილია ან/და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები;
16 საკითხი კვლავ განიხილება ან/და შეტანილია 2016/2017 წლების სამოქმედო გეგმაში;
6 პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად ზუგდიდის გამგეობამ შესაბამის უწყებებს წერილობით მიმართა;
სხვა საკითხები კი, სხვა საჯარო უწყებების განხილვის სფეროს წარმოადგენს;
რამდენიმე საკითხზე ზუგდიდის გამგეობამ მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი მათ გადასაჭრელად
განხორციელებული/მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე http://www.transparency.ge/blog/inprastrukturuli-problemebi-zugdidis-munitsipalitetis-administratsiul-erteulebshi
გამჭირვალობის კვლევა მუნიციპალიტეტის პროექტებზე
28/03/2016