კოალიციიდან გასვლისა და მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვების თაობაზე “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ კომიტეტს არ უმსჯელია, – ამის შესახებ prof-news-ს კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ განუცხადა.
საყვარელიძის განმარტებით, პარტიის კომიტეტის განხილვის მთავარი საკითხი არჩევნებში მონაწილეობის ფორმა იყო.
“პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, საუბარი გაიმართა პარტიის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის ფორმების შესახებ. ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე დღეში დაწვრილებით ეცნობება. “რესპუბლიკური პარტიის” კოალიციიდან გასვლისა და მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვების თაობაზე, ეროვნულ კომიტეტს არ უმსჯელია”, – განუცხადა prof-news-ს ფრიდონ საყვარელიძემ.
არსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
“რესპუბლიკურ პარტიას” მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვებაზე არ უმსჯელია
28/03/2016