მეჭიაურისა და ლორთქიფანიძის განცხადებებს შეფასება საზოგადოებამ უკვე მისცა

27/03/2016

კახა კალაძის განცხადებით, დეპუტატების – მეჭიაურისა და ლორთქიფანიძის განცხადებებს ის ვერ შეაფასებს, მათ შეფასება საზოგადოებამ უკვე მისცა.

“მე მგონი არასწორია მე ვაფასო მეჭიაურის და ლორთქიფანიძის განცხადებები. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან. მათი მეტყველების სტილი და გამონათქვამები მე მგონი საზოგადოებამ უკვე შეაფასა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ეს არის მორალურად ადამიანების განადგურების მცდელობა. მე, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ მოხდეს დადგენა თუ ვის მიერ იქნა გავრცელებული ეს ვიდეობი, თუ სად იწერებოდა, როგორ იწერებოდა და ვინ იწერდა. ყველაფერი ნათელია და საზოგადოებამ ყველაფერი იცის, რომ ეს იყო იმ მძიმე 9 წლიანი რეჟიმის მმართველობის ერთ-ერთი მანერა, ეს იყო მიყურადება, ჩაწერა, დაშანტაჟება მათი ოჯახების. ვფიქრობ გამოძიება ყველაფერს დაადგენს”, – აღნიშნა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0