რომის პაპმა ფრანსისმა აღდგომის კვირის ფარგლებში რომთან მდებარე ლტოლვილთა ცენტრი მოინახულა. პაპმა ფეხის დაბანის ცერემონია კასტელნუოვო დი პორტოს ცენტრში გამართა სადაც მას მრავალ ენაზე დაწერილი ბანერებით “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” დახვდნენ. ცენტრში ამ დროისათვის 892 ლტოლვილი, ძირითადად მუსლიმი, არის განთავსებული.
წლების განმავლობაში ვატიკანი 2 კათოლიკე მამაკაცს არჩევდა ცერემონიისთვის. იანვრიდან პაპ ფრანსისის გადაწყვეტილებით, ცერემონიაში ქალების ჩართვის საშუალებაც გაჩნდა. ამ კონკრეტული ცერემონიისთვის ვატიკანმა 8 მამაკაცი და 4 ქალი შეარჩია. მათგან 3 მუსლიმია, ერთი ჰინდუ და დანარჩენი კათოლიკე.
ბოლოდროინდელი გამოკვლევებით, პაპის პოპულარულობა მსოფლიოში ძალიან იზრდება და ის ყველა მსოფლიო ლიდერს ასწრებს.
რომის პაპმა მუსლიმ ლტოლვილს ფეხი დაბანა და დაუკოცნა
25/03/2016