ხელისუფლების მიერ უჭკუო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა ტერორისტების სამიზნე აღმოვჩნდეთ

25/03/2016

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმის საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, თუმცა სამართალდამცავთა მუშაობა ამ პრობლემასთან საბრძოლველად, შესაბამისი მაინც არ არის. ბურჯანაძემ ხელისუფლებას გადაწყვეტილებების ყურადღებით მიღებისკენ მოუწოდა, რადგან უჭკუო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო ტერორისტების სამიზნე გახდეს.

“მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ბრიუსელში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ასევე, გამოჯანმრთელება ვუსურვო იმ ადამიანებს, ვინც ახლა მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს საშინელი ტრაგედიაა. ტერორიზმი საერთოდ, საშინელი რამ არის, რადგან მისი მსხვერპლი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არიან. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ამ წუთში, ჩვენ პირდაპირი სამიზნე ნამდვილად არ ვართ “ისლამური სახელმწიფოსი” და მადლობა ღმერთს. რომ გითხრათ, ძალიან დიდი იმედები მაქვს ჩვენი ხელისუფლების და სამართალდამცავი სტრუქტურების, ტყუილი იქნება. ვფიქრობ, მათი მხრიდან განსაკუთრებული მზაობა არ არის. მათი პროფესიონალიზმი ჩემში ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. თუმცა, სჯობს, რომ ამასთან დაკავშირებით ნაკლები ვისაუბროთ. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ყურადღებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმოქმედოს რადგან უჭკუო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, ტერორისტების სერიოზული სამიზნე აღმოვჩნდეთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0