ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „მერსი ქორპსი“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

25/03/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „მერსი ქორპსი“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის – 2“ (ENPARD II) შესახებ, რომლის ძირითადი კომპონენტი სწორედ სოფლის განვითარებაა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0