ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია მეტროში აფეთქების შესახებაც.
ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს
22/03/2016