გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესებს, აღსაკალებს უმასპინძლა და მათ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21/03/2016

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესებს, აღსაკალებს უმასპინძლა და მათ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ დღესასწაულს, ნოვრუზ-ბაირამი არის სიყვარულის, მომავლის იმედის, განახლების, გაზაფხულის დღესასწაული. დღეს მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა მარნეულში, შემდეგ მე შევხვდი ეთნიკურად აზებაიჯანელ სტუდენტებს და აღფრთოვანებული ვარ იმ შემართებით, რაც დავინახე მათ თვალებში და სურვილით, რომ ჩვენ ყველამ ერთად ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, თანამონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მშენებლობის პროცესში. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის, ჩადგეს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს საერთო წარსული, საერთო აწმყო და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უხუცესებთან შეხვედრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0