ლუჭოუს ღვინის გამოფენა „Tenth China International Wine Fair“

21/03/2016

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“ საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.

გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing).
სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში (Luzhou) ვიზიტის დროს, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შედიოდნენ კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის ვიცე-მერი ლევან ლილუაშვილი. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0