აბაშიძე-კარასინის ფორმატის მუშაობის შედეგად გარკვეული სტაბილურობის ელემენტი გამოჩნდა

21/03/2016

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის მუშაობის შედეგად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გარკვეული სტაბილურობის ელემენტი გამოჩნდა, – ამის შესახებ სანიკიძემ დღეს განათლების სამინისტროში განაცხადა. სანიკიძეს თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეფასება არ სჭირდება, თუმცა იმ ფორმატში, რომელშიც აბაშიძე-კარასინი მუშაობს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარკვეული სტაბილურობა გაჩნდა.

“პრეზიდენტის განცხადებას შეფასება არ სჭირდება. მან თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ რაც შეეხება ზურაბ აბაშიძეს და იმ ფორმატს, რომელიც მუშაობს, ყველამ დავინახეთ, რომ რაღაც სტაბილურობის ელემენტი გამოჩნდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ჰუმანიტარული და სავაჭრო მიმართულებებით. ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, უნდა წავიწიოთ წინ ზოგადად ევროპისაკენ და ჩვენი ურთიერთობაც იყოს სტაბილური, რაც მე ვფიქრობ, ხელშემწყობი გარემო იქნება. ალბათ ასე უნდა გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში პროცესები ასე მიდის. რა თქმა უნდა, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს და ამას ღიად აცხადებს და არც მალავს. ჩვენ უნდა დავრჩეთ კონსტრუქციულები და გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელსაც აქამდე ვახორციელებდით”, – განაცხადა სანიკიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0