იმერეთის გუბერნატორი პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა

16/03/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ჭიათურის შპს “ჯორჯიან მარგანეზი“–სა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა შპს “ჯორჯიან მარგანეზში“ არსებულ მდგომარეობაზე და დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. შეხვედრას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელიც ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0