„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი გიგა ბოკერია გრიგორი კარასინის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას განმარტებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ერთადერთი მიზანი კარასინის მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების მოსმენაა:
„კარასინის განცხადება გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რაც რუსეთს აქვს და რაც ვიცით, რომ აქვს, ისინი არ ცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ეს ვიცით, ჩვენ ამას უნდა შევებრძოლოთ და ამას ქართული საზოგადოება შეებრძოლება, მაგრამ გაუგებარია, რატომ გვპირდებოდა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და რატომ გვატყუებს, რომ თითქოს დაალაგა. კიდევ უფრო მეტად გაუგებარია, რატომ აძლევს ჩვენი ხალხის ფულს პრორუსულ ძალებს ჩვენი ქვეყნის შიგნით, როცა ასეთ მტრულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის ერთადერთი დატვირთვაა, რომ მოვისმინოთ შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი განცხადებები კარასინისგან რუსეთის სახელით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რატომ გვატყუებს ივანიშვილი თითქოს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგა?
16/03/2016