დმანისში სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

14/03/2016

დმანისში სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

მიმდინარე წლის 14 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტში, გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა. არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაციის ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის”, პროექტის ფარგლებში: ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური განვითარება აგრო ფერმერული მეურნეობების განვითარებიათვის“.
პროექტის სამიზნე ტერიტორიებს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების შვიდი დასახლება და ქვემო ქართლის რეგიონის მასპინძელი თემები: დმანისი, შაუმიანი, კოდა, ბოლნისი, ქვემო ბოლნისი, წინწყარო, საგარეჯო.
ქეთევან ჭუმბურიძე

– ადგილზე წარმოდგენილია რამდენიმე სათესლე-სანერგე კულტურების მომწოდებელი კომპანიები: პასიფლორა, აგროინვესტი და სკრის სანერგე მეურნეობა.
ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ საშუალება აგროკონსულტანტებისა და აგრონომის დახმარებით შეიძინონ ახალი კულტურები და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მიიღონ ინფორმაცია მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0