საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდა. რის შემდეგაც მან განცხადება გააკეთა და ფარულ ვიდეო კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას გამოეხმაურა:
„მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა ან მსოფლმხედველობისა, მე ვდგევარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ.სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო, მე მაქვს და მექნება მდიდარი სექსუალური ცხოვრება. მე მოვაშორებ ამ თემას უაზრო შავ-ბნელ სტიგმას.
თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას და ტერორს. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკდიებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. იმისთვის რომ არ გვეშინოდეს, არ უნდა მივღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ, ამაზრზენ პროცესს დააკვირდება, ხდება მონაწილე ამ ყოველივესი.
დილიდან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერთან, მთელი სახელმწიფო სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობს, ეფექტი იქნება, შეიძება მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ საზოგადოებამ თუ არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ამით ვიღაცას დააშანტაჟებენ, ამას ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს. ერთად უნდა ვიფიქროთ რანაირად მოვიგოთ ბრძოლა არა მხოლოდ კრიმინალთან არამედ ამ კრიმინალურ მენტალიტეტთან. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.