ჩინეთის უმსხვილესმა კორპორაციამ საქართველოში სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

13/03/2016

ჩინეთის საინჟინრო კორპორაცია CMEC -ის (China Machinery Engineering Corporation) ოფიციალურმა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. სამ დღიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციამ ქვეყნის ღირშესანიშნაობები დაათვალიერა და ქართული ხალხური მუსიკისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ
„ერისიონის“ შიდა კონცერტს დაესწრო. ჩინეთის ოფიციალურ დელეგაციას, რომელსაც ჩინეთის მმართველი პარტიის კომიტეტის საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარე სან ბეი ხელმძღვანელობს საქართველოში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა უმასპინძლა.
„ერისიონის“ შოუ-პროგრამის დასრულების შემდეგ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სან ბეიმ „ერისიონის“ მომღერლებთან ერთად საქართველოსა და ჩინეთის ჰიმნები შეასრულეს.
ჩინეთის უმსხვილესი კორპორაცია საქართველოს სხვასახვა სექტორში ინევსტირებას გეგმავს. CMEC -ის წარნომადგენლებმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ქვეყნის საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართეს. CMEC -ი (China Machinery Engineering Corporation) ევროპაში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ კომპანიად ითვლება. China Machinery Engineering Corporation -ი საინვესტიციო პროექტებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0