სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და პარლამენტარი შალვა კიკნაველიძეც ესწრებოდა. პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სასაუბროდ დღეს შეხვედრები როდინაულისა და მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა. სოფლის პროგრამით როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულზე 66 ათას ლარზე მეტი, ხოლო მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულზე 76 ათას ლარამდე დაიხარჯება. პრიორიტეტულ პროექტებს შორის მოსახლეობამ აქცენტი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და გზების კეთილმოწყობაზე გააკეთა. გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებისა სულ მოკლე დროში ზესტაფონი – როდინაული – აჯამეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. გზის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარეჯება.
სოფლის კრებებს როდინაულსა და მეორე სვირიში მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო
11/03/2016