არ მესმის, როგორც შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს მითუმეტეს, მამაკაცს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ პირს

11/03/2016

არ მესმის, როგორც შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს – მითუმეტეს, მამაკაცს და მითუმეტეს, სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ თანამდებობის პირს, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

“მე არ მჯერა იმის, რომ თეა წულუკიანი შეიძლება ვინმეს ემუქრებოდეს. არც იმის მჯერა, რომ თუკი ვინმეს რამე უთხრა წულუკიანმა, ამისთვის მამაკაცები უნდა შეშინდნენ, მით უფრო ის მამაკაცები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ქვეშ არიან, ჰყავთ სპეციალურად მომზადებული მძღოლი, ჰყავთ პირადი მცველები და ოჯახებიც აყვანილია სახელმწიფო დაცვის ქვეშ. ასე, რომ არ მესმის როგორც შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს – მითუმეტეს მამაკაცს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ თანამდებობის პირს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი პაპუაშვილი არ არის.

“რასაც პარლამენტს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, ეს ყველამ პირად ლანძღვად აღვიქვათ?! ეს იმან უნდა მიიღოს, ვისაც ეკუთვის და ვინც საკუთარ შეურაცხყოფად აღიქვამს – ნურავინ გააიგივებს თავს ნურც საქართველოს პარლამენტთან, ნურც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ან საქართველოს მთავრობასთან, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0