მუნიციპალიტეტებს ვალდებულება დაეკისრებათ

11/03/2016

“მუნიციპალიტეტებს ვალდებულება დაეკისრებათ, გაზრდილი ფინანსური სახსრები მხოლოდ კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ მიმართონ და ადმინისტრაციული ხარჯები არ გაზარდონ. აღნიშნულ ვალდებულებას დროებითი ხასიათი ექნება და ის 2021 წლამდე იმოქმედებს.
შესაბამისი ინიციატივით მთავრობა გამოდის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ცვლილებების განხორციელებას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე წარდგენილია.
მთავრობის პროექტი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის შეჩერებასა და მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდისთვის გათვალისწინებული შესაბამისი სახსრების ზრდას უზრუნველყოფს.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0