საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კომიტეტი ავალდებულებს რუსეთის ფედერაციას წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმის შესახებ, რომ მომავალში გამოირიცხოს დეპორტაციის ფაქტები.
“ჩვენ მივესალმებით ევროპის საბჭოს მინისტრის მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც ავალდებულებს რუსეთის ფედერაციას წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ავალდებულებს რუსეთის მხარეს წარმოადგინოს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც გულოსხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობას, მათ შორის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკანიანის განმარტებით, ის შედეგი, რომელიც დადგა, არის ძალიან კარგი.
“ეს არის ძალიან კარგი შედეგი, რომელიც დადგა საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით და ჩვენი მისიის აქტიური საქმიანობით, რომლებმაც მოიპოვეს ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა”, – განაცხადა ზალკალიანმა.