„პრეზიდენტის ცალსახა პოზიციაა, რომ თსუ-ში თუკი ე.წ.ოდეერის ინსტიტუტი არსებობს, უნდა გაუქმდეს“

11/03/2016

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავასთანშეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალსახა პოზიციაა, სახელმწიფო უნივერსიტეტში თუკი არსებობს ე.წ.ოდეერის ინსტიტუტი, რაზეც საუბრობს რექტორი და სტუდენტები, უნდა გაუქმდეს.

როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვეგააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოდეერის ინსტიტუტი“. თუადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამარის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლებასრული დატვირთვითსწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახაპოზიცია, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძის განცხადებით, ისინი არ ჩაერევიან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0