თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალბატონი ლელა ქიტესაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდება.
შეხვედრის მიზანს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრა და შერჩეული პრიორიტეტებიდან განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს.
შეხვედრები, ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებსა და სოფლად მცხოვრებმოსახლეობას შორის, დიალოგის ფორმატში იმართება. სოფლის მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე და თავად შეარჩიონ ის პრიორიტეტები, რომლის მოგვარებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.
2016 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 442.057 ლარი გამოეყო. სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, „სოფლის პროექტები”ერთ პირთან მოლაპარაკებით აღარ განხორციელდება და მომსახურების თუ საქონლის შესყიდვა მხოლოდ ტენდერის გამოცხადების შედეგად იქნება შესაძლებელი.
შეხვედრების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო