ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება

09/03/2016

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა , ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.
ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ “ყველაფერი მზად ზაფხულისთვის იქნება”.

“რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მზად იქნება ზაფხულისთვის. ამისთვის დაახლოებით 3-4 თვეა საჭირო”, – განაცხადა ევრამოპულოსმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური, ბიზნეს, კულტურული და სხვა სახის კავშირების გაღრმავებას.

სიტყვით გამოსვლის დროს მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ვიზიტის პირობების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის ბიომეტრიული პასპორტი იქნება საჭირო. ამასთანავე, დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების საშუალებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0