მე ახლა ვზრუნავ, როგორ გავაგრძელო არხის მაუწყებლობა და არა იმაზე, რას იზამს ლევანი

08/03/2016

მე ახლა ვზრუნავ, როგორ გავაგრძელო ამ არხის მაუწყებლობა და არა იმაზე თუ რას იზამს ლევანი, – ამის შესახებ ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძის გეგმები მისთვის უცნობია.

“ჩვენთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის ვინც ვაპირებთ ამ ტელევიზიის ამ ფორმატში მაუწყებლობის გაგრძელებას. ჩვენ ვიცით შენობა, ვიცით თანამშრომლები, ვიცით ლოგო და ვიცით ფულის წარმომავლობა. ლევანმა როგორც ჩანს ეს ყველაფერი კარგად არ იცის. მე ახლა ვზრუნავ როგორ გავაგრძელო ამ არხის მაუწყებლობა და არა იმაზე რას იზამს ლევანი და შესაბამისად, მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0