მე მაღელვებს ჟურნალისტების ბედი

07/03/2016

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, მას აღელვებს ჟურნალისტების ბედი და ისინი უნდა აგრძელებდნენ მუშაობას ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციების გაუთვალისწინებლად.

“სწორედ განცხადებებს მიჰყავს გარკვეული პოლიტიზირებისკენ ეს საკითხი და უფრო მეტად ალბათ ჟურნალისტებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ იმაში, რომ რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა, მთავრობა ან პარლამენტი რაიმე ფორმით მონაწილეობდეს ამ დავაში. ამ შემთხვევაში პირადად მე მაღელვებს ჟურნალისტების ბედი და ვფიქრობ, რომ ისინი უნდა აგრძელებდნენ მუშაობას ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციების გაუთვალისწინებლად”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0