ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებენ.
ამჯერად, გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ქალაქ ვალისა და ე. წ. მეორე შახტის დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ. მათი პრობლემები მოისმინეს და ერთობლივად იმსჯელეს, იმ პრიორიტეტებზე რასაც მათთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
პრიორიტეტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
07/03/2016