არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

04/03/2016

არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მომავალში აუცილებლად იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ წარდგება კოალიცია “ქართული ოცნება” არჩევნებზე. გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება.

“ჩვენ მივესალმებით, თუ კოალიციაში იქნება ერთობა და ერთობლივად მივიღებთ მონაწლეობას არჩევნებში. სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვდგებით არჩევნებზე, რადგან ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა. ეს საკითხი რა თქმა უნდა ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან იქნება გასავლელი. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა, როგორც “რესპუბლიკურ პარტიასთან”, ისე კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციების გზით არ მოხდება. არის არჩევნები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა, გააცნონ საქართველოს მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში”, – განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0