თბილისის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება

04/03/2016

თბილისის №132 და №95 საბავშვო ბაგა-ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება. №132 ბაღში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი 10 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით შეჩერდება, ამის მიზეზი დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ “ახალი თბილისის” ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
რაც შეეხება №95 ბაღს, მერიის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 14 მარტიდან 28 მარტის ჩართვლით იქნება შეჩერებული, რადგან თბილისის მერიის სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი” შენობის ენერგოგაუმჯობესების ხელშემწყობ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს.
“აღნიშნული ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი ახლომდებარე ბაღებში მიიყვანონ, რასაც ბაღის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0