ზაფხულში ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ რამდენიმე ახალი სამარხის გახსნას ველოდებით

04/03/2016

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ზაფხულში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ახალი სამარხის გახსნას ელოდებიან. მინისტრმა უკვე იდენტიფიცირებული ათი მეომრის დაკრძალვაზეც ისაუბრა.

“დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმ ათი მეომრის ნეშთებს გადაასვენებენ, რომლების გადმოსვენება მოხდა აფხაზეთიდან. ხვალ სამშობლოსთვის დაღუპული ათი გმირი მიებარება მიწას. ექვსი ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალება, ოთხი კი მშობლების სურვილით საგვარეულო სასაფლაოებზე”, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში კიდევ დაახლოებით 12 იდენტიფიცირებული ნეშთის გადმოსვენებას ელოდებიან.

“რამდენიმე ათეული ადამიანის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ზაფხულში ველოდებით რამდენიმე ახალი სამარხის გახსნას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს, რომლებიც ამ პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობენ”, – განაცხადა სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0