განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელი განცხადებით კოალიცია “ქართული ოცნების” ერთობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დაუსვამს.
მისი განცხადებით, დღეისთვის ცნობილია, რომ კოალიცია ახალ საარჩევნო კამპანიაში ერთობლივად ჩაერთვება, მოემზადება და მომავალ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
“ამ განცხადებით მას კითხვის ნიშანი არ დაუსვამს კოალიციის ერთობასთან დაკავშირებით. დღეისთვის ცნობილია, რომ კოალიცია ახალ საარჩევნო კამპანიაში ერთობლივად ჩაერთვება, მოემზადება და შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მე მართლა არ გამიგია ასეთი განცხადება, რომელიც ამ მომენტში კითხვის ნიშანს დასვამდა კოალიციის ერთობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა სანიკიძემ.