საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხარდაჭერით, „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ – გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ ძირითადი პრინციპები, მიმდინარე წლის ანალიტიკური ჩარჩო დოკუმენტი და განსახორციელებელი სამუშაო გეგმა.შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სააგენტოების, ევროპული განათლების ფონდისა (ETF) და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
,,ტურინის პროცესი (TRP)“ 2010 წლიდან დაიწყო და პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად
.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხრიდან ეძლევა შესაძლებლობა იყოს ამ პროცესების მონაწილე, გაუზიაროს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროგრესი, გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მიზანმიმართული რეფორმების მეშვეობით, ყოველწლიურად გააუმჯობესოს შედეგები პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების კუთხით.