ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან–კლოდ იუნკერმა ჰააგაში განაცხადა, რომ უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ვერ გახდება.
მისი განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის გამო, ახლა საუბარიც კი ზედმეტია NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
„უკრაინის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისა და იუსტიციის ორგანოებისრეფორმირების საქმეში საკმარის ზომებს არ იღებს“, – განაცხადა ჟან–კლოდიუნკერმა.
იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირ-უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. აღნიშნულ საკითხზე 6 აპრილს ნიდერლანდებში რეფერენდუმი ჩატარდება.
„დოიჩე ველეს”” ცნობით, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.