საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ინსტრუმუნტის გამოქვეყნებას დღეისთვის ელის.
მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას კვაჭანტირაძემ განაცხადა, “ევროპაში ჯერ შუადღეა”.
“მომაწოდეს, როგორც დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ხვალიდან ეს უკვე მოსალოდნელია. მე ოპტიმისტურად ვთვლი, რომ ეს შეიძლება დღესაც გამოქვეყნდეს. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ დააანონსა, რომ “ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად, სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის” დღეს გამოაქვეყნებდა.