BBC-ის ჟურნალისტები სირიაში თავდასხმის ეპიცენტრში მოხვდნენ

02/03/2016

BBC-ის ჟურნალისტები დასავლეთ სირიაში საარტილერიო თავდასხმის ეპიცენტრში მოხვდნენ. როგორც სააგენტო იტყობინება, არცერთი ჟურნალისტი არ დაშავებულა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამხედროებმა დროულად შეძლეს.
სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში აჯანყებულებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა ცალმხრივი და შესაბამისად არააეფექტურია.
შეგახსენებთ, სირიაში, სამთავრობო ძალებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის სამშვიდობო ზავი 27 თებერვლიდან, ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით მოქმედებს. შეთანხმება არ ვრცელდება “ისლამურ სახელმწიფოსა” და “ჯაბჰათ ალ-ნუსრაზე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0