უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი

29/01/2016

უშიშროების საბჭო არის უმაღლესი ფორმატი, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და პრეზიდენტი თათბირობენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ნატო-სკენ სვლის პროცესი.
“ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. მე მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0