ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთვის უცნობია, იგეგმება თუ არა მინისტრების, მათ შორის მისი, პარტიულ სიებში გადანაცვლება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში” გაწევრიანების შესახებ, სერგეენკო მიიჩნევს, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი იქნება.
“ეს არის ბატონი გიორგის გადაწყვეტილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, როგორც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, როგორც ადამიანის, რომელსაც მრავალი წელია, ვიცნობ. მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ გიორგი კვირიკაშვილს აქვს ძალიან მაღალი ხარისხის სისტემური მენეჯმენტის უნარი და თუ ეს ნაბიჯი გადადგა, მე ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული პოლიტიკურ ასპარეზზეც. რაც შეეხება იმას, რომ მინისტრების, მათ შორის, ჩემი გადასვლა იგეგმება თუ არა სიებში, მართალი გითხრათ, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი და კონსულტაციებიც არ მქონია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკოსთვის უცნობია, იგეგმება თუ არა მინისტრების პარტიულ სიებში გადანაცვლება
29/01/2016