პრემიერი: ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელი უნდა გამკაცრდეს

29/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
,,მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, რომ იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე”, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0