ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების შესახებ იმსჯელეს

29/01/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობისა და იქ დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრა კომისიასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც, კომისიის წევრებთან ერთად, მერიის ,,თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული ბაგა-ბაღების დირექტორები, აღმზრდელები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.
სხდომა, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ გახსნა დიალოგის ფორმატში წარიმართა და სადაც ყველა დაინტერესებულმა პირმა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის, იქ დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების, კანონპროექტის “საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ აზრი გამოთქვა და მერიის წარმომადგენლებს კითხვებით მიმართა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ნინო ბურძენიძემ და დავით კერესელიძემ კითხვებს უპასუხეს, საბავშვო ბაღებში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესის თავისებურებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე იმ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალში იგეგმება.
სხდომის დასასრულს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, რომ კომისია შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს შეაჯამებს, იმსჯელებს და მათი გათვალისწინებით შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0