მივესალმები პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის თაობაზე შეკითხვები აღარ უნდა ჟღერდეს

27/01/2016

მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეკითხვები უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის თაობაზე აღარ უნდა ჟღერდეს და ის ყველა შესაძლებლობის პირობებში შეეცდება, რომ დაესწროს სხდომებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ რას ელოდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ვარშავის სამიტისგან, რომელიც 29 იანვარს დაგეგმილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი თემაა, კვაჭანტირაძის თქმით, “ყოველთვის ელოდება პოზიტიურ მესიჯებს და სიტუაციის გაუმჯობესებას”.
29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას გამართავს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0