საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა.
როგორც უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცხადებენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 29 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული: მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის და თავდაცვის მინისტრის მოხსენება საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებით.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს მუდმივი წევრები არიან მიწვეული.