ჯანდაცვის სამინისტრო გრიპიან პაციენტებს მოუწოდებს, ჯერ ოჯახის ექიმს მიმართონ და 112-ში მხოლოდ გართულების შემთხვევაში დარეკონ

22/01/2016

ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს, შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს მიმართონ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე ბინაზე.
“ყველა ამბულატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე.
როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები.24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0