შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალიკო მ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალიკო მ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად და დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.