„საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურიდან თბილისში, მის სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. კუჭავას ოჯახის წევრებმა მედიასთან საკუთარი სურვილით პირველი კომენტარები გააკეთეს. ისინი პროკურორ ქირიას მკვლელობასთან კუჭავას კავშირს და მის მიერ თვითმკვლელობის ჩადენას გამორიცხავენ.
ბიძინა კუჭავას, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით თავი მოიკლა, მისივე ნათესავის, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობა ბრალდება.