ოთარ დანელია ავსტრიელ კოლაგას შეხვდა

16/01/2016

ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2016-ს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ანდრე რუპრეხტერს შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ და ანდრე რუპრეხტერმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით ავსტრიის გამოცდილებაზე ისაუბრეს. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტრო მზად არის გაიზიაროს გამოცდილება და განახორციელოს პროექტები, რომელიც ავსტრიამ სოფლის და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით განახორციელა. ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ანდრე რუპრეხტერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2016 წლის ივნისში საქართველოს ეწვევა, ადგილზე გაეცნობა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალს და თანამშრომლობის სხვა შესაძლო მიმართულებებსაც განიხილავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0