საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას “მწვანე კვირეული 2016” (Gruene Woche 2016) დაესწრნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართულ სტენდზე ევროპელ კოლეგებს უმასპინძლა. სტუმრებმა საქართველოს სტენდი დაათვალიერეს და ქართული პროდუქცია დააგემოვნეს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრთან, გერდ მიულერთან შეხვედრა გამართა.
ოთარ დანელია გერმანელ კოლეგას შეხვდა
16/01/2016