საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მთავარი კრიტერიუმი საპარლამენტო მუშაობისთვის გამოსადეგობა იქნება

14/01/2016

საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მთავარი კრიტერიუმი პირის პროფესიონალური გამოცდილება და საპარლამენტო მუშაობისთვის გამოსადეგობა იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს.  დეპუტატის თქმით: “ახალი სახეების მოლოდინი აუცილებლად უნდა იყოს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს”.
ამასთან, კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდი კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას.
“ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაცხადებულა, რომ ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება, მაგრამ ასე ხაზგასმით მსახიობებისა და და სპორტსმენების თემის ტრიალი, სწორი არ არის. 150 კაცში ნუთუ ამდენი მსახიობი და სპორტსმენია, რომ ეს საქილიკო და მუდმივად განსახილველი თემა იყოს?! შესაძლოა მომავალ პარლამენტში მათი რიცხვი იყოს ნაკლები, ან იყოს – მეტი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია განხილვის პროცესზე”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0